კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. კონფიდენციალურობა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს და განსაზღვრავს "insights.ge"-სთვის თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღების და დამუშავების წესს. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული წესით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით, თქვენ აცნობიერებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ აღნიშნული თქვენთვის ხელმისაწვდომია, გასაგები, და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
2. ვინ ვართ ჩვენ?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები insights.ge-ზე (შემდგომში "ჩვენ"/"კომპანია") ნიშნავს "შპს ინსაითს ქონსალთინგი" (ს/კ 405611716).
ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებს, ვაწესებთ პერსონალური მონაცემების შენახვის ვადას და უზრუნველვყოფთ იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას.
3. როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურების სარგებლობისას
- ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენებისას
- Cookies და მსგავსი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული მოიცავს ნავიგაციის გამარტივებას, ძიების პარამეტრების გაუმჯობესებას, ოპტიმიზაციას, მარკეტინგს და უსაფრთხო ავტორიზაციას.
4. რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?
4.1 პერსონალური ინფორმაცია
მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: რეგისტრაციისას და სერვისებით სარგებლობისას შესაძლებელია მოგვეთხოვოს შემდეგი მონაცემები:
- სახელი და გვარი
- ელექტრონული ფოსტის მისამართი
- სქესი
- დაბადების თარიღი
- ფაქტობრივი მისამართი
- საფოსტო კოდი
- პირადი ნომერი
- ტელეფონის ნომერი
- მომხმარებლის სახელი და პაროლი
- საგადახდო ინფორმაცია
- ბრაუზერში ნებადართული სხვა დემოგრაფიული ინფორმაცია
4.2 ნებაყოფლობითი ინფორმაცია
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით, მაგალითად ელექტრონული ფოსტით ან მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაციისას. ასევე მომხმარებელთა შორის კომუნიკაცია და პირადი ინტერესების გაზიარება.
4.3 ავტორიზაციის ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია
სერვისების გაუმჯობესების მიზნით ვაგროვებთ ტექნიკურ ინფორმაციას, როგორიცაა:
- ბრაუზერის ტიპი და ოპერაციული სისტემა
- ენა და შესვლის დრო
- დომენი საიდანაც უკავშირდებით
4.4 მოწყობილობის და დაკავშირების ინფორმაცია
უსაფრთხოების მიზნით შესაძლებელია შევაგროვოთ ინფორმაცია მოწყობილობიდან, მათ შორის სხვა პროგრამული უზრუნველყოფა, თაღლითური აქტივობის აღმოჩენა (რობოტები, მავნე პროგრამები, AI და ა.შ.), ასევე VPN/Proxy გამოყენება.
4.5 ანალიტიკური ინფორმაცია
ვაგროვებთ ინფორმაციას სერვისების გამოყენების შესახებ:
- ნანახი გვერდები
- დახარჯული დრო
- კლიკები და ქმედებები
- აქტივობის დროის მარკები
- შეტყობინებები
4.6 არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია
შესაძლებელია მონაცემების დე-იდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შეუზღუდავად და არ ექვემდებარება ამ პოლიტიკის შეზღუდვებს.
5. მონაცემების დამუშავების მიზნები
- ხარისხიანი მომსახურების მიწოდება
- ახალი სერვისების დანერგვა
- მომხმარებლის ქცევის მონიტორინგი
- უკუკავშირი და გაუმჯობესება
- შეტყობინებების გაგზავნა
- ბოროტად გამოყენების პრევენცია
- მარკეტინგი
- კანონიერი ინტერესების დაცვა
- სხვა ლეგიტიმური მიზნები
6. მონაცემების გაზიარება
კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონაცემები შეიძლება გაეზიაროს კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
7. შენახვის ვადა
მონაცემები ინახება მხოლოდ საჭირო პერიოდის განმავლობაში. მიზნის მიღწევის შემდეგ ინახება კანონით განსაზღვრული წესით. დე-იდენტიფიცირებული მონაცემები ინახება განუსაზღვრელი ვადით.
8. უსაფრთხოება
ვიღებთ ყველა საჭირო ზომას ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას არასანქცირებულ წვდომაზე, ბოროტად გამოყენებაზე ან სისტემის გატეხვაზე.
9. თქვენი უფლებები
- ინფორმაციის მიღება თქვენს მონაცემებზე
- მონაცემების გასწორება ან შევსება
- წაშლის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა
- დაბლოკვის მოთხოვნა კონკრეტულ შემთხვევებში
- თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს
- საჩივრის შეტანა სასამართლოში ან შესაბამის ორგანოში
10. ცვლილებები პოლიტიკაში
პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს კანონმდებლობის ან კომპანიის საჭიროებების შესაბამისად. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
11. გამოყენების პირობები
ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის cookies-ის გამოყენებას. ეს პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.