Insights.ge & Nic.ge Partnership

Nic.ge-სა და შპს ინსაითსის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი წარმატებით დასრულდა.
Jun 17, 2024 • 3 წუთი წასაკითხად
Partnership

შპს “კავკასუს ონლაინმა” როგორც GE ccTLD ადმინისტრატორმა და შპს ინსაითსმა წარმატებით დაასრულეს საპარტნიორო პროექტი. ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი მიზნად ისახავდა Nic.ge-ის (.GE ccTLD -ის სარეგისტრაციო ვებ გვერდის) ციფრული ინფრასტრუქტურისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.


პროექტის ფარგლებში მოხდა ანალიტიკური ხელსაწყოების და მთვლელების ინტეგრაცია Nic.ge
-ის ვებგვერდზე. ამ ნაბიჯმა შესაძლებლობა მისცა კომპანიას სრულფასოვნად შეესწავლა მისი მომხმარებლების ქცევა, შეეფასებინა ვებგვერდისა და სხვა კრიტიკული მაჩვენებლების ეფექტიანობა. დამატებით, პროექტი მოიცავდა სხვადასხვა მონაცემთა წყაროების ერთიან მონაცემთა საცავში გაერთიანებას, რომელზეც დაშენდა ავტომატიზირებული რეპორტინგის მოდული.


“Insights
-თან თანამშრომლობის შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ”- აცხადებს სოფიო კიზირია, შპს კავკასუს ონლაინის საოპერაციო დირექტორი. „ანალიტიკური პლატფორმების ინტეგრაციამ და მონაცემთა საცავის შექმნამ  შესაძლებლობა მოგვცა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებული იქნება რეალურ (real time data) მონაცემებზე. ეს პროექტი არა მხოლოდ ზრდის ჩვენს შიდა ეფექტიანობას, არამედ  საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ გაუმჯობესებული სერვისები.“


“Nic.ge
-სთან მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო, “- ამბობს გიორგი კობეშავიძე, შპს ინსაითსის დირექტორი. „ჩვენი გუნდის მოტივაცია იყო რომ შეგვეთავაზებინა კომპანიის მიზნებზე მორგებული ანალიტიკური გადაწყვეტები. ამ პროექტის წარმატებით დასრულება ნათელი მაგალითია იმისა, რომ სწორედ მაღალი ხარისხით მიწოდებული ინოვაციური გადაწყვეტები განაპირობებს ბიზნესის წარმატებას.“

 

Nic.ge-ის შესახებ

 

Nic.ge წარმოადგენს ..GE ccTLD  ადმინისტრატორს საქართველოში და მომხმარებელს აწვდის სანდო და მოქნილ სერვისს დომენის რეგისტრაციისას. კომპანიის მიზანია გააუმჯობესოს ციფრული გარემო საქართველოში, გაზარდოს ნდობა ზონის მიმართ და გახადოს ის მიმზიდველი მომხმარებლისთვის.

 

შპს ინსაითსის შესახებ

 

შპს ინსაითსი წარმოადგენს IT დეველოპერულ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებული ERP პლატფორმისა და ავტომატიზირებული რეპორტინგის მოდულის შექმნას, სხვადასხვა ციფრული პლატფორმების ინტეგრაციას და ეხმარება მათ ოპერაციების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდაში.

გაეცანით ჩვენს ხედვებს

ყველა სტატიის ნახვა
AIO გლობუსი